Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პოლიტიკური რებრენდინგი_ პროექტი, რომელსაც “პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო“
Regions.ge
26 May 2016, 00:20
“გურია ნიუსი“ უკვე წერდა, რომ ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და ჩოხატაურში, ლანჩხუთელ და ჩოხატაურელ თანატოლებთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების _ გიორგი ვაშაძისა და გურამ ჩალაგაშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას შეუერთდნენ. "ერთი მშობლიდან შემომივიდა ინფორმაცია, რომ დღეს ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აკეთებს გურიის რეგიონის სკოლის მოსწავლეების შეკრებას ჩოხატაურში და, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, ხომ არ აპირებს ვაშაძე და ვაშაძის პოლიტიკური ორგანიზაცია ბავშვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. მივმართავ ადგილობრივ რესურსცენტრს და განათლების სამინისტროს, ასევე, სამართალდამცავ ორგანიზაციებს დაინტერესდნენ ზემოთ აღნიშნული ფაქტით და საზოგადოებას მისცენ ზუსტი განმარტება. მივმართავ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და წინდახედულება, რადგან მათი რესურსი არ იქნას გამოყენებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის და ინტერესებისთვის", _ ასეთი იყო გუბერნატორის მოადგილის, სოსო ერქომაიშვილის კომენტარი. "გურიანიუსთან" გიორგი ვაშაძემ არ დაადასტურა გურიის გუბერნატორის მოადგილის ბრალდება: "ეს არის პროექტი, რომელიც მთელ საქართველოში იმართება. არანაირი კავშირი არ აქვს ამას პოლიტიკასთან და ჩემი ინფორმაციით, პროცესში  უკვე გურიის სპეცსამსახურები ჩართეს, რომ ბავშვები არ მივიდნენ ამ ღონისძიებაზე". “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში, საკათედრო ტაძართან მდებარე მოედანზე მართლაც მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდებთან, თუმცა, არა იმ მასშტაბის, რასაც შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პროექტის _ “სახელმწიფო სამი ნული - რეფორმების ახალი ტალღა“, ხელმძღვანელი გიორგი ელიაძეაანონსებდა _ 50 ახალგაზრდა ოზურგეთიდან, 250-250 ახალგაზრდა, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან. პროექტი “ინოვაციებისა და განვითარების ფონდს” ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელი დეპუტატი გიორგი ვაშაძეა. მისი თქმით, „მთავარი პრინციპი ამ პროექტის არის ის, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს პლატფორმა, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს ქვეყნის განვითარებას თავისი რეგულაციებით და ზედმეტი ჩარევებით“. პროექტში მონაწილეობა 16-დან 42 წლის ასაკის ყველა მსურველს შეეძლოაპლიკაციების შევსების შემდეგ. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი ხუთი კონკრეტული მიმართულებით 12 თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება. შეხვედრას, რომელიც მუსიკისა და ცეკვის თანხლებით, თავისუფალ რეჟიმში მიმდინარეობდა,  ამშვენებდა ბანერი, რომელზეც პროექტის დასახელება _ “ახალი საქართველო“ეწერა. გიორგი ვაშაძის თქმით, “ახალი საქართველო“ ეს არის ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდებისთვის ორგანიზებული პროექტი და ეს სახეზეა, აქ, ძირითადად, ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდებმა რომ წარმატებას მიაღწიონ მათ სჭირდებათ ახალი უნარები. ამ და მსგავსი პროექტებით ჩვენ ვცდილობთ, მივცეთ მათ თავისუფალი გარემო, სადაც შეეჩვევიან ერთად აზროვნებას, ერთმანეთის აზრების მოსმენა-გაზიარებას. შეხედეთ, ყველა მათგანს რაღაც კმაყოფილებას შეატყობთ...ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური პოლიცია _ სუს-ი, კუდ-ი და ასე შემდეგ აქტიურად მუშაობს, რომ ხელი შეუშალონ თავისუფალი აზრის განვითარებას. წარმოიდგინეთ, რამდენად იაფფასიანი ადამიანი უნდა იყო, რომ ახალგაზრდას დაურეკო და უთხრა, არ წახვიდე და პროექტში არ მიიღო მონაწილეობა... ამაში ხელს გვიშლის რესურსცენტრიც...“ მედია უკვე წერდა, რომ გიორგი ვაშაძე ახალი მოძრაობის დაფუძნებას მაისის ბოლოს გეგმავს, მანამდე კი დამფუძნებელთა რეგისტრაციას აცხადებდა. პროექტისა და ვაშაძის მიერ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები იდენტურია, ისევე, როგორც პროექტისა და ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაანონსებული სახელწოდება “ახალი საქართველო“. ეს თავად პოლიტიკოსმა მედიასგანუცხადა. ჩოხატაურში შეხვედრის ორგანიზატორი გურამ ჩალაგაშვილიარ უარყოფს, რომ შეხვედრას მოსწავლეებიც ესწრებოდნენ._ “ჩვენ ის დრო შევარჩიეთ, როცა სკოლებში მეცადინეობა უკვე აღარაა“, _ თქვა მან ჩვენთან საუბარში, _ “ჩაკეტილი კარის თემა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, როცა კარს მიღმა ორი-სამი ადამიანი წყვეტს ყველაფერს. გავერთიანდით პროფესიონალი ადამიანები და ვაპირებთ ამ ყველაფერს ბოლო მოვუღოთ!“ შეხვედრის მონაწილე მოსწავლეები ამბობენ, რომ ძალიან კმაყოფილები არიან პროექტით,  _ ამბობს ჩალაგაშვილი. მოსწავლეებს კმაყოფილება არც ჩვენთან საუბარში დაუმალავთ: _ მე ჩოხატაურის პირველი სკოლის მოსწავლე ვარ. სრულიად შემთხვევით მოვხვდი აქ. გამოვიარე და ვნახე, რომ რაღაც ხდებოდა და დავრჩი. ძალიან კმაყოფილი ვარ, _ ამბობს ჩოხატაურელი გოგონა. _მე, ჩემს მეგობრებთან ერთად,ოზურგეთიდან, ნასაკირალიდან ჩამოვედი და ძალიან კმაყოფილი ვარ, _ გვითხრა ნასაკირალის საჯარო სკოლის უფროსკლასელმა.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
26.05.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი